,,Limes Congress 2024’’  

08 სექტემბერი 2024, 18:08 109 ნახვა

“LIMES CONGRESS 2024” - ბათუმი რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. რომის იმპერიის სასაზღვრო ხაზების ისტორიის გარდა, ფორუმის თემატიკა მოიცავს ლოჯისტიკურ საკითხებს,  ეკონომიკურ ურთიერთობებს, კულტურას, პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებასა და არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ თემებს.

სესიების გარდა, ფორუმის მონაწილეებისთვის რეგიონის გაცნობის მიზნით, დაგეგმილია არაერთი ექსკურსია. 

ლიმეს კონგრესი, რომის იმპერიის გავრცელების არეალში,  1949 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ფორუმში მონაწილეობს 42 ქვეყნიდან  კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები.

„ლიმეს კონგრესი 2024“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში