ბოლივიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

08 სექტემბერი 2024, 10:01 286 ნახვა

ბოლივიაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძრის შედეგად უკვე დამწავრია 9 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. განადგურებულია საძოვრები და ტყის მასივი.

ექსპერტების თქმით, სამხრეთ ამერიკაში ხანძრის სეზონის პიკია, რომელიც აგვისტოსა და სექტემბრის თვეებს მოიცავს.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2010 წლის შემდეგ ბოლივიაში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამედ დაფიქსირდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი