მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2024, 10:03 96 ნახვა

მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას სჭირდება სრულად დაცვის შესაძლებლობები, შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკი პარტნიორებს სთხოვს, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და ჭურვები მიაწოდონ.

„ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის წარმომადგენლები, ოფისის ხელმძღვანელი. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა დონეზე და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, სწორედ, ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებია, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ტერორი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსული ტერორის შეჩერება, მხოლოდ, რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, მათ ბაზებზე, რუსული ტერორის ლოგისტიკაზე დარტყმებითაა შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში