ზღვისპირა ქალაქი კიდევ ერთ ფესტივალს მასპინძლობს , დღეს, საღამოს ბათუმის ცენტრალურ პარკში ფესტივალი „ არგანი „ დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა , ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, სადაც საბავშო აქტივობებია დაგეგმილი.
ღონისძიების მუსიკალური ნაწილი საღამოს 8 საათიდან დაიწყება, ამ წუთებში კი სცენის მონტაჟი და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ფესტივალი 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება.