„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ორწლიანი აქტიური პროტესტის შემდეგ, მოძრაობა "სირცხვილია" "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრირდება. გადაწყვეტილება „სირცხვილიამ“ სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო საზოგადოებას და მიზეზებიც განმარტა. როგორც "სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რეგისტრაცია ორგანიზაციის შენარჩუნების მიზეზით გადაწყდა. ვიდეორგოლში ასევე ნათქვამია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება დარეგისტრირდეს თუ არა იმის მიხედვით უნდა მიიღოს, თუ რა არის საუკეთესო მათი მისიისთვის და მიზნებისთვის.