გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე

24 აგვისტო 2024, 20:00 1159 ნახვა

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის, საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე.

გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

აჭარის ტელევიზია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში