ალექსანდრე ხომერიკის მემორიალური დაფა

24 აგვისტო 2024, 14:48 518 ნახვა

26  მაისის ქუჩაზე ალექსანდრე ხომერიკის მემორიალური დაფა გაიხსნა, აღნიშნულ მისამართზე 1995 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს სახალხო არტისტი , საოპერო თეატრის დამაარსებელი , ოპერის მომღერალი და საზოგადო მოღვაწე  ალექსანდრე ხომერიკი ცხოვობდა. 

მემორიალური დაფის გახსნას  ალექსანდრე ხომერიკის ოჯახისწევრები , მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. ალექსანდრე ხომერიკი 1977 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში ჩაირიცხა. 1993 წლიდან კი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო, დღეს მემორიალური დაფის გახსნის პარალელურად , მაესტროს ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი