ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

23 აგვისტო 2024, 14:58 160 ნახვა

ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცზე, ჯგუფურად, რამდენიმე პირმა იძალადა. მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით,  სამართალდამცველების მიერ, ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი.

გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში