დასავლეთ გერმანიაში, გეილენკირხენის ნატო-ს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ბაზის სპიკერის თქმით, უსაფრთხოება 4 ქულიანი შკალიდან, მეორე დონემდეა გაზრდილი.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღეს. მისიის არაძირითადი პერსონალი სახლშია გაგზავნილი. გავრცელებული ცნობით, ფაქტს არაფერი აქვს საერთო გასულ კვირას, კიოლნის სამხედრო ბაზაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან.