თბილისის აეროპორტსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

23 აგვისტო 2024, 13:11 271 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19–21 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296,95 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი