უსკომ 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის პარტიული სიების წარდგენის წესი მიიღო

22 აგვისტო 2024, 15:44 380 ნახვა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 21 აგვისტოს სხდომაზე, განკარგულებით მიიღო პარტიული სიების წარდგენის წესი 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის.

უსკო-ს ინფორმაციით, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია, რომელშიც უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.

"საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

სიახლეა ის, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიას წარდგენისას უნდა დაურთოს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. (30 აგვისტომდე)"- განმარტავენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში