სამშობლოსთვის თავდადებული გმირები არ რჩებიან მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე, ისინი ჩვენთვის და ახალი თაობებისთვის არიან მაგალითი - თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2024, 16:23 439 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა ცოცხალი სიკვდილის შემდეგ.

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა! გიორგი ანწუხელიძეს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში აქვს მარადიული ხსოვნა, მადლიერება და უდიდესი პატივისცემა. სამშობლოსთვის თავდადებული გმირები არ რჩებიან მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე, ისინი ჩვენთვის და ახალი თაობებისთვის არიან მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, როგორი მოქალაქე და ადამიანი უნდა იყო!

 

გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა ცოცხალი სიკვდილის შემდეგ!

 

ქედს ვიხრი მისი ხსოვნის და გმირობის წინაშე! უდიდესი პატივისცემა და მადლობა მის ოჯახს!", -  წერს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი