ბათუმის რამდენიმე უბანში წყალმომარაგება შეიზღუდება - "ბათუმის წყალი"

17 აგვისტო 2024, 16:13 188 ნახვა

ბათუმის რამდენიმე უბანში წყალმომარაგება შეიზღუდება.

ინფორმაციას კომპანია "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლის სამუშაოებია და მოსახლეობას წყლის მიწოდება 18 აგვისტოს, 14:00 საათამდე აღუდგება.

"ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, სოკარის ბენზინგასამართის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლის სამუშაოები განხორციელდება.

 

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, საჭიროა ჩაქვის რეზერვუარის დაცლა, რის გამოც, ქალაქ ბათუმის მასშტაბით განხორციელდება წყალმომარაგების შეზღუდვები. სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 17 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს დღის 14:00 საათამდე პერიოდს.

 

შეზღუდვები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: ბენზეში, ბარცხანაში, ორთაბათუმში, წინსვლაში, ჩაისუბანსა და გარადოკში, ხელვაჩაურის მიმართულებით, ადლიის ქუჩასა და ჩიხებში, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე, კაჩინსკების, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძისა და რურუას ქუჩებზე.

 

ასევე, წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აბონენტები მიიღებენ შეტყობინების სახით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აბონენტებს შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1152 ან მოგვმართონ ბათუმის წყლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

 

"ბათუმის წყალი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში