შეჯიბრება აფროსნობაში 

17 აგვისტო 2024, 14:52 538 ნახვა

ბათუმის პირველობა აფროსნობაში. შეჯიბრება ცნობილი აფროსანის, აბესალომ რამიშვილის სახელობისაა. სამი დღის განმავლობაში, ბათუმის აფროსნობის სკოლის აღსაზრდელები, ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრებიან. აჭარაში აფროსნობა, როგორც სპორტის სახეობა, 30 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 

ტურნირი, აჭარის აფროსნობის ფედერაციის ინიციატივით, წელს  მეორედ იმართება და ორგანიზატორების თქმით ტრადიციული გახდება. ამჟამად აფროსნობის ბათუმის კლუბში 14 წლამდე მოზარდები ირიცხებიან, ისინი სპორტის სახეობას, სრულიად უფასოდ ეუფლებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში