“ცენტრ პოინტის” საქმე

06 აპრილი 2017, 00:00 3498 ნახვა

ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად 10 დღე განისაზღვრა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც. ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც. პროკურორები თავდაპირველად, გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

ამავე კატეგორიაში