 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟეებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ – 357,87 გრამი, ხოლო, ვერცხლის ნაკეთობების – 60,23 გრამი შეადგინა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 73 798,07 ლარია.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            