პარლამენტში დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით კენჭს უყრიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რაც უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობის ასბალიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს. იგეგმება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის სანქციების გაზრდა. განისაზღვრა დარღვევების ნუსხაც, რა შემთხვევაშიც მძღოლებს ქულები ჩამოაკლდებათ. ქულების ამოწურვის შემთხვევაში კი მათ გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ. იმ შემთხვევაში თუ კანონს პარლამენტი დაამტკიცებს ცვლილებები ივნისიდან ამოქმედდება.