ფარული მიყურადების შესახებ კანონზე შეფასებები კეთდება საქართველოს პარლამენტში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებებით ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვა გარანტირებულია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უფლებამოსილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იქნება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება. კანონის სწორედ ეს ნაწილი იწვევს ოპოზიციისა და მესამე სექტორის უფლებადამცველების პროტესტს.