ყველაფერი გაკეთდება იმისთის, რომ მაქსიმალურად განვითარდეს რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურა - ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2024, 17:13 431 ნახვა

რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისთვის ჩატარადა სამუშაოები, მოვიძიეთ ის ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის განვითარება, - ამის შესახებ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ყველაფერი გაკეთდება იმისთის, რომ მაქსიმალურად განვითარდეს რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურა. 

"დღეს, ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია ვნახეთ, ეს არის მრავალძალის ზონა, სადაც, ძალიან კარგად შეიძლება განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის, ასევე, მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც, ასევე, არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ, ასევე, უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან, პროექტების სწორად დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი