არეულობა ვენესუელაში - უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

30 ივლისი 2024, 08:01 348 ნახვა

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, დაპირისპირება მოხდა. ბიბისის ინფორმაციით, კარაკასსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით ხელისუფლებაში მყოფმა მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%.

ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი