ოცნების ქალაქში 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო

27 ივლისი 2024, 15:00 804 ნახვა

 

ოცნების ქალაქში 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დაპირებისამებრ, ოცნების ქალაქის პირველი მობინადრეები ძმები, ანრი და კახა ბერიძეები გახდნენ. დღეს ოცნების ქალაქში 30-მდე ოჯახს გადაეცა გასაღები და ახალაშენებულ კომპლექსში შესახლდა.

მთავრობის ინფორმაციით, შესახლების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო. ე.წ ოცნების ქალაქში 582 ოჯახზე გათვლილი სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის ახალი ეტაპი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში