მახინჯაურის მოსახლეობის მოთხოვნები

22 ივლისი 2024, 15:13 386 ნახვა

მახინჯაურში მცხოვრები მოსახლეობა დილიდან ხელვაჩაურის  მერიასთან მოთხოვნებით შეიკრიბა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ასამდე ოჯახს არ აქვს სასმელი წყალი, საავტომობილო გზა.  სოფელში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი. როგორც შეკრებილები  აცხადებენ, მერიის სახელზე არაერთი განცხადება დაწერეს და დახმარება ითხოვეს, თუმცა ამ დრომდე პრობლემები გადაუჭრელია.

მოქალქეებს ხელვაჩაურის მერი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება მუნიციპალური ტრასპორტის პრობლემა.

რაც შეეხება გზას, მისი თქმით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. წყალთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ წყლის პრობლემა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, შესაძლოა სამომავლოდ დაიგეგმოს წყლის ავზების გაფართოება.

მერმა ასევე თქვა, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში უკვე 700 აბონენტს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი