აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით მედია ტური გაიმართა. სხვადასხვა ტურისტული კომპანიის, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელმა და ინფლუესერებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს.
მედია ტურის მიზანს აჭარის კულტურული ღირშესანიშნაობების და ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა წარმოადგენდა, ასევე მისი მიზანი აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა იყო.