იუსტიციის სახლები ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 ადამიანს ემსახურება, მოხარული ვარ, რომ მოქალაქეთა კმაყოფილება არის 95%-ზე მეტი - რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 11:27 335 ნახვა

ყოველი ახალი იუსტიციის სახლი, ეს არის მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება და მეტი დასაქმების ადგილი, რაც მეტ განვითარებას გულისხმობს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ხაშურში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იუსტიციის სახლი თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია და შეუძლია ქართულ სახელმწიფოს დაეყრდნოს. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ სიახლეებზე და ყოველდღიურ რეჟიმში ინერგება სიახლეები. ჩვენგან მარცხენა მხარეს არის ამის დასტური, ესაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ მოქალაქეებს, არამხოლოდ, იუსტიციის სახლებში, არამედ ადგილზე, ფაქტობრივად, საკუთარ სახლის ჭიშკართან მივაწოდოთ ყველა ის მომსახურება, რომელსაც ადამიანები იუსტიციის სახლებში მიღებენ. იუსტიციის სახლები ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 ადამიანს ემსახურება და მე მოხარული და ამაყი ვარ, რომ მრავალი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა კმაყოფილება არის 95%-ზე მეტი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ხაშურში, ახალი იუსტიციის სახლი გახსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი