ბანგლადეშში საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რიცხვმა 105-ს გადააჭარბა. მომიტინგეები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას მართავენ. თავის მხრივ ქვეყნის მთავრობამ ე.წ კომენდანტის საათი გამოაცხადა და საჯარო სივრცეებში შეკრებები აკრძალა.
დედაქალაქ დაკაში, ასობი სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა, ისმოდა სროლის ხმაც. ქვეყანაში შეფერხებულია ტელემაუწყებლობა, მთავრობის გადაწყვეტილებით კი დახშულია მობილური კავშირი. სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.
სისტემის მიხედვით, დაახლოებით 30% გამოიყოფა ყოფილი სამხედრო პერსონალის შთამომავლებისთვის, უფრო ნაკლები ქალების, შშმ პირებისა და ღარიბი უბნების მოსახლეობისთვის, რაც მომიტინგეების განცხადებით დისკრიმინაციულია და მას სარგებელი მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და მისი მხარდამჭერებისთვის მოაქვს.