იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.