დღეს მსოფლიოს ყურადღება ბლენჰაიმის სასახლისკენ არის მიპყრობილი. სწორედ აქ მასპინძლობს ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებას დიდი ბრიტანეთი.
საქართველოს პრემიერი დღეს მსოფლიო ლიდერებთან მთავარ გზავნილებს გააჟღერებს, სადაც 50 ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურები არიან შეკრებილები. სამიტზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.
სამიტი იმართება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების კონტექსტში, რადგან ზაფხულში საბრძოლო მოქმედებების გაძლიერებაა მოსალოდნელი.
საუბარი იქნება სხვა საკითხებზეც, რომელთა დღის წესრიგში შეტანას მონაწილე ევროპული ქვეყნები მოინდომებენ.