დაარეგისტრირებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელს

16 ივლისი 2024, 15:12 294 ნახვა

დაარეგისტრირებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელს. სასამართლოს სარჩელის წარმოებაში მისაღებად სამ დღიანი ვადა აქვს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სარჩელი სასამართლოში გუშინ დღის ბოლოს შევიდა. პრეზიდენტი სარჩელით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს. 

პრეზიდენტის მიმართვას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აკრიტიკებენ სახელისუფლებო გუნდში და ამბობენ, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საბაზისო მოთხოვნა. ოპოზიციის ნაწილს საკონსტიტუციო სასამართლოსგან დიდი მოლოდინები არ აქვთ, მიაჩნიათ, რომ  პროცესი არაფერს შეცვლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი