ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

16 ივლისი 2024, 10:31 261 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 10%-ია.

„საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები საფრანგეთი +30.3%, გერმანია +24.3%, გაერთიანებული სამეფო +16.3%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი