ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, პროექტის ერთ-ერთი მოტივი ტურიზმის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია.
მშენებლობის დაწყებას ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჩაუყარა საფუძველი.