აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება

13 ივლისი 2024, 12:00 332 ნახვა

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

აზრა ზეია საკუთარ გზავნილებში საუბრობს ე.წ. "აგენტების კანონზე", რომ ის აზიანებს ქართველ ხალხს და, ასევე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას "მტრის ინტერესების მსახურებას" უწოდებს.

იგი "საგანგაშოს" უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობასა და დაშინებას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე აღნიშნავს, რომ "აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს", თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მომავალ არჩევნებზე პარტნიორები უზრუნველყოფენ "ნამდვილ, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი