სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი 

10 ივლისი 2024, 14:03 399 ნახვა

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.  სადავო ნორმების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ექიმის მიერ შეიძლება შეიზღუდოს პაციენტის უფლება უარი თქვას მკურნალობაზე ან/და სამედიცინო ჩვენების მიხედვით,  სათანადოდ დამტკიცებული მეთოდებით, გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა. მოსარჩელის პოზიციით, პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარება, უფლებაში ჩარევის ინტენსივობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ პაციენტმა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც ასევე გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქმეს არსებითად  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი