აშშ და ნატოს სხვა მოკავშირეები უკრაინას უახლოეს თვეებში საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან - ბაიდენი

10 ივლისი 2024, 10:00 438 ნახვა
 
 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.

„შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. კერძოდ, აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას Patriot-ის დამატებით ბატარეებს მიაწვდიან, ხოლო ნიდერლანდები და სხვები Patriot-ის კომპონენტებს კიდევ ერთი ბატარეის შესაქმნელად.

იტალია კი უკრაინას SAMP-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი