„დინამო“ ბათუმისა და „ლუდოგორეცის“ საპასუხო მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

09 ივლისი 2024, 16:25 902 ნახვა

17 ივლისს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩი ბულგარეთის ჩემპიონს „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია დღეს 18:00 საათიდან biletebi.ge/ - ზე დაიწყება. სტადიონთან მდებარე სალაროებში კი ბილეთები 15 ივლისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5, 10 და 20 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 50 ლარს შეადგენს

ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ხვალ ქალაქ რაზგრადში გაიმართება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთაზავებთ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში