ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნა

08 ივლისი 2024, 11:34 985 ნახვა

ბათუმში, კიდევ ერთი, იუსტიციის სახლის რიგით 120-ე ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი „ბათუმი ცენტრალი“-ს შენობაში განთავსდა და ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე დასახლებების მცხოვრებთაც მოემსახურება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალ ფილიალში დასაქმებული 40-მდე ადგილობრივი თანამშრომელი მომხმარებელს 500-მდე სერვისს იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიაწვდის. შესაბამისად, გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადების მართვა-გადანაწილება, რაც ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.

"ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალი ქალაქის სწრაფი ურბანული განვითარებით განპირობებულ მზარდ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 120 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.

რამდენიმე კვირაში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი − 121-ე ფილიალი ქალაქ ხაშურშიც გაიხსნება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება. იუსტიციის სახლის ფილიალების სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს: ჭალაში, ზოტში, ტოლებში, ცაიშში, შროშაში, თბილისში (გლდანი), თერჯოლაში, ახმეტაში, ხელვაჩაურსა და საგარეჯოში.

რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ აჭარაში 7 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი, 10 სოფელს ფარავს" - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი