სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება

06 ივლისი 2024, 12:49 311 ნახვა

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება. ამის შესახებ, ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, სწავლება სახელწოდებით – EAGLE PARTNER 2024 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.

წვრთნების მიზანია სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი