საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! - გერმანიის ელჩი

30 ივნისი 2024, 14:20 162 ნახვა

საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, - ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში