ვენეციის კომისიის მოსაზრება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით 

26 ივნისი 2024, 12:01 199 ნახვა

ვენეციის კომისია ასევე ორ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება.  

ორგანიზაციის შეფასებით, შემაშფოთებელია ფაქტი, რომ გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესწორებები დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღეს.

ნათქვამია, რომ არ იქნა გათვალისწინებული სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები.

კომისია საუბრობს ცვლილებების რისკებზე, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა  დრო არის დარჩენილი. ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავდაპირველ მოსაზრებაში გამოთქმულ თავის რეკომენდაციებს, მათ შორის უფრო ყოვლისმომცველი რეფორმისადმი მოწოდებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი