25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით - გარემო

24 ივნისი 2024, 13:01 2131 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე,საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში