ვაჟა-ფშაველასა და ნანეიშვილის ქუჩებზე საბავშვო ბაღების მშენებლობა წელს დასრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის და 300 აღსაზრდელზეა გათვლილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოების მოწყობა, საბავშვო ატრაქციონების და საბაღე სკამების განთავსება. დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება განათების სისტემა. ნანეიშვილის ქუჩაზე კი, დამატებით სპორტული მოედანიც აშენდება. ორივე ბაღის მშენებლობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6 მილიონ 523 ათასი ლარი დაიხარჯება.