აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში

14 ივნისი 2024, 19:43 261 ნახვა

რიგით მესამე და ყოველწლიური ანგარიში. რა გააკეთა გასულ წელს აჭარის მთავრობამ რეგიონისთვის? თორნიკე რიჟვაძემ 2023 წლის საქმიანობა დღეს უმაღლეს საბჭოში შეაჯამა. ხაზი გაუსვა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე. მიღწევებს შორის დაასახელა სამუშაო ადგილების გაზრდა და სიღარიბის დონის შემცირება.

 რაც შეეხება საგარეო კურსს, თორნიკე რიჟვაძის თქმით, პრიორიტეტია ევროპულ ოჯახთან დაახლოვება სუვერენიტეტის დაცვით. ერთსაათიანი მოხსენების შემდეგ დაისვა შეკითხვებიც, რომელთა ავტორები იყვნენ დეპუტატები მმართველი გუნდიდან, რადგან დღეს სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. ხელისუფლების ოპონენტები ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში