,,50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა" - ამ სახელწოდებით პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია საორსამ, ხულოში სოფელ ჭალას მოსახლეობას გააცნო.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ფემინიზმის მნიშვნელობაზე და ძალადობის აღკვეთის აუცილებლობაზე.
პროექტის მიზანი აჭარის 50 სოფელში გოგონებისა და ქალების გაძლიერებაა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი“ საქართველოში.
დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრები ორგანიზაციამ უკვე 50-ივე სოფელში გამართა.