საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო 

13 ივნისი 2024, 10:42 393 ნახვა

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები (VURAN) მიიღო.  ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, VURAN-ის ტიპის ჯავშანმანქანები აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი