საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, გალა-მიღებას დაესწრო, რომელიც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
მთავრობის მეთაური, უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უძღვებოდნენ.
ირაკლი კობახიძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.