ირაკლი კობახიძე, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

11 ივნისი 2024, 10:13 253 ნახვა

ბერლინში დღეს იწყება კონფერენცია, რომელიც  უკრაინის აღდგენას ეხება. კონფერნეციაში მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები. პოლიტიკურ ღონისძიებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფო პირველად მასპინძლობს.

უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში უკვე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. 

კონფერენციას აშუქებს  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი და დეტალებს მომდევნო გამოშვებებში გაგაცნობთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი