საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია

10 ივნისი 2024, 20:59 1092 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში ჩაფრინდა.

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას უკვე მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

კონტინენტის პირველობა 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში ჩატარდება და მასში კონტინენტის საუკეთესო 24 ნაკრები იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში