ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში

10 ივნისი 2024, 14:05 443 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, ცხინვალის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის ალან გაგლოევის პარტია, მესამეზე კი „კომუნისტური“ პარტია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები დაგმო აზერბაიჯანმა, ისლანდიამ და მოლდოვამ. მხარდამჭერ განცხადებებში ნათქვამია, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი