ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ორგანიზაციები - ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.
7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს, მიემართებათ:ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები - უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, - რათა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ.