დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი რომელიმე ქვეყნის მხრიდან, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია - პრემიერი

05 ივნისი 2024, 12:19 212 ნახვა

ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ფაქტით რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზა არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე  ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი