ენმ-ის ოფისზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

01 ივნისი 2024, 14:11 346 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე პირი მონაწილეობდა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით 100-მდე შეიარაღებულმა „ტიტუშკამ“ პირდაპირი მნიშვნელობით დალეწა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი